მიწოდების მეთოდები
მიწოდების სერვისს ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანიები Onway და Easyway.
მიწოდების ვადებისა და თქვენი მიმდინარე გზავნილის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია უშუალოდ საკურიერო კომპანიის ვებგვერდზე, მას შემდეგ რაც შეკვეთა გადაეცემა მათ.
📦 გზავნილის სტატუსის შესამოწმებლად დაგჭირდებათ თრექინგ ნომერი, რომლის ნახვასაც შეძლებთ პირად კაბინეტში — „ჩემი შეკვეთები“ გვერდზე.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს:
-
როგორც ფასიანი, ასევე უფასო მიწოდების სერვისით;
-
ან აირჩიოს თვითგატანა ფილიალიდან.
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება მოქმედებს 200 ₾-დან შენაძენზე.
აღნიშნული პირობა ვრცელდება საქართველოს მასშტაბით, მოქმედი მიწოდების ვადების ფარგლებში.
ფასიანი მიწოდება
მიწოდება ფასიანია 200 ₾-მდე ღირებულების შეკვეთების შემთხვევაში.
მიწოდების ღირებულება ითვლება შეკვეთილი პროდუქციის წონის მიხედვით და დეტალურად აისახება შეკვეთის გაფორმების ეტაპზე.
მიწოდების ვადები
-
თბილისში — შეკვეთიდან 1–3 სამუშაო დღე
-
რეგიონებში — შეკვეთიდან 3–7 სამუშაო დღე
მიწოდების ზუსტი ვადა დამოკიდებულია არჩეულ საკურიერო სერვისზე და მიწოდების ლოკაციაზე.
ფილიალიდან გატანა
ფილიალიდან გატანის მსურველ მომხმარებლებს შეუძლიათ:
-
შეკვეთის გაფორმებისას აირჩიონ სასურველი Zava-ს ფილიალი;
-
პროდუქცია გაიტანონ ნაშთის ხელმისაწვდომობისა და მითითებული ვადების შესაბამისად.
ფილიალიდან გატანა დამატებით საკურიერო ხარჯს არ მოიცავს.